რა ფერია ეს კარადა? ნაცრისფერი და ლურჯი თუ ვარდისფერი და თეთრი
რა ფერია ეს კარადა? ნაცრისფერი და ლურჯი თუ ვარდისფერი და თეთრი
ეს სურათი ოპტიკური ილუზიის კატეგორიას მიეკუთვნება
ბევრი ფაქტორი რომელიც იცვლება სხვადასხვა შემთხვევაში. მაგალითად: ზოგი დიდ ეკრანზე ხსნის, ზოგიც მობილურში. ზოგი განათებულ ოთახში ან ქუჩაში ზოგიც კი სიბნელეში. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ზოგი ხედავს ვარდისფერს და თეთრს ზოგიც კი ლურჯს და
ნაცრისფერს. ეს მაგალითი უფრო კარგად არის ახსნილი ქვემოთ სურათებში.

Grey square optical illusion svg 950x735
...
ამ სურათში ჩანს რომ მწვანე ფიგურისგან ეცემა ჩრდილი რომელიც B კუბიკს ხვდება და შედარებით ამუქებს მას, მაგრამ ამის მიუხედავად A კუბიკი მაინც უფრო მუქია – ასეთი აზრი გამოგვაქვს, როდესაც ამ სურათს ვუყურებთ, მაგრამ სინამდვილეში აი რა ხდება – A კუბიკს ირკვლივ სიცარიელე და სითეთრე აკრავს რაც მის სიმუქეს კიდევ უფრო უსვამს ხაზს, ხოლო B კუბიკს პირიქით მუქი კუბიკები აკრავს და სიმჭიდროვეშია რაც მას უფრო ნათელის შეხედულებას აძლევს, სინამდვილეში კი A და B ერთი და იგივე ფერია!

Optical illusion 1 950x473


ზუსტად იგივე პრინციპი ხდება აქ, მაგრამ უკვე არა ფერზე, არამედ ზომაზე. იმის გამო რომ პირველ სურათზე დიდი წრეები აკრავს სტაფილოსფერ წრეს ის მათ ფონზე უფრო პატარა გვეჩვენება. მეორე სურათში, კი შედარებით პატარა წრეები აკრავს, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ სტაფილოსფერი წრე უფრო დიდია. სინამდვილეში ისინი ერთი ზომის არიან.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები