28 რჩევა სილამაზისთვის, რომლის შესრულების შემდეგაც ჰოლივუდის მსახიობს დაემსგავსებით
28  რჩევა  სილამაზისთვის,  რომლის  შესრულების  შემდეგაც  ჰოლივუდის  მსახიობს  დაემსგავსებით
1. ნაოჭებთან საბრძოლველად სახეზე წაისვით უბრალოდ თაფლი.

2.გამოწურული ლიმონის ნარჩენი წაისვით ხელებსა და იდაყვებზე.

...3. ხელის კანის გაუხეშების შემთხვევაში შეიზილეთ გაუხეშებულ ადგილებში სახამებელი.

4. პუდრის მაგივრად შგიძლიათ გამოიყენოთ ცოტაოდენი სახამებელი.

5. ცხიმიანი თმისთვის კარგია, თუკი ყოველდღე ან დღეგამოშვებით თავის კანში შეიზელთ შევი ჩაის ნაყენს.

6. ტანის პილინგის გასაკეთებლად გამოიყენეთ ყავის ნალექი, რომელსაც რამდენიმე დღეში შეაგროვებთ.

7. ქაცვის ახალგამოწურული წვენი რეკომენდებულია მშრალი სახის კანისთვის.

8. თმა ხასხასა წითელი ხის ფერს მიიღებს, თუკი შეღებვისას ხნაში შეურევთ 3-4 კოვზ კაკაოს.

9. თავიდან აიცილებთ გამელოტებას და შეიჩერებთ თმის ცვენას, თუკი თავის

კანში შეიზილეთ პერიოდულად ჟოჟობას ზეთს.

10. მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის შესანიშნავია თუ ღამე, ძილის წინ ჟოჟობას ნიღაბს დაიდებთ (ცოტაოდენ ზეთს დაუმატეთ იგივე რაოდენობით წყალი).

11. სახის კანის ფერის გასაუმჯობესებლად გაიკეთეთ თაფლისა და მარილისგან მომზადებული ნიღაბი. მას გამაახალგზარდავებელი თვისებაც აქვს.

12. ლავანდისა და ჩაის ხის ეთერზეთებს ანტისეპტიკური თვისება აქვს და ისინი საუკეთესოა სახეზე გამონაყრის დროს.

13. დილა-საღამოს გაიწმინდეთ სახე ჩაით, რომელიც მინერალური წყლით იქნება მომზადებული. უხდება ნებისმიერი ტიპის კანს.

14. პიტნის ჩაის რეგულარულად მიღება კანს აცოცხლებს და ვარდისფერს სძენს.

15. სასარგებლოა წარბისა და წამწამის აბუსალათინის ზეთით გაწმენდა.

16. სახის კანის ღრმა წმენდისთვის გამოიყენეთ ათქვეფილი კვერცხის გული და მასში შერეული ლიმონის წ ვენი. წაისვით რამდენიმე ფენად.

17. ხელის კანის დასარბილებლად შეიზილეთ ძმრისა და მცენარეული ზეთის ნაზავი.

18. ძილის წინ სახეზე წაისვით ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის (თანაბარი რაოდენობით) ნაზავი.

19. სახის კანის გასაწმენდად საუკეთესო ნიღაბია წყალში დამბალ შვრიის ფანტელში შერეული უბრალო იოგურტი.

20. გამონაყარს აქრობს გახეხილიი ვაშლისა ა ცოტაოდენი თფლისგან მომზადებული ნიღაბი.

21. იმისათვის, რომ ორსულობის დროს არ გაგიჩნდეთ სტრიები, სისტემატიურად ისვით მუცელზე კაკაოს ზეთი.

22. კალანხოეს წვენისა და წყლის ნაზავი (1:3) წაისვით ალერგიისას გამონაყარზე.

23. თმის ძირების გასამაგრებელი და ცვენის შესაჩერებელი ძველი ირანულ-ხალხური საშუალებაა – უფერო ხნაში შერეული თბილი კეფირი.

24. თხელი თმისთვის კარგია კვერცხის გულისა და მხენარეული ზეთისგან მომზადებული ნიღაბი.

25. თმის ცვენისას დაბანამდე ერთი საათით ადრე თავის კანში
შეიზილეთ თანაბარი რაოდენობის აბუსალათინის ზეთისა და რომის ნაზავი.

26. თმის ძირების გასამაგრებლად საუკეთესოა ყოველი დაბანნის შემდეგ თმის ძირებში ჭინჭრის ნახარშის შეზელა (1 სუფრის კოვზ გამხმარ ჭინჭარს დაასხით 200 გ ადუღებული წყალი)

27. სახის მასაჟი ვერცხლის კოვზებით: თავდაპირველად კოვზები ჩააწყვეთ ბალახების სხვადასხვა ტემპერატურის ნაყენში, შემდეგ კი სახეზე სპეციალურ ხაზებზე დაირტყით. წარმოუდგენელი ეფექტი აქვს.

ბონუსი

როგორ გავითეთროთ კბილები სახლის პირობებში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე? ამ უცნაური მეთოდის საიდუმლო კომპონენტი ჩვეულებრივი საკვები ფოლგაა. ამ პროცედურის ხშირად ჩატარება რეკომენდირებული არ არის, მაგრამ ის საკმაოდ ეფექტურია.


თქვენ დაგჭირდებათ:

საკვები ფოლგა

მარილი

სოდა

კბილის პასტა

ფოლგისგან ორი ფორმა გააკეთეთ. ერთმანეთს კბილის პასტა, სოდა და მარილი შეურიეთ, პროპორციით 2:1:1. ფორმები ნარევით გაავსეთ და ფოლგა კბილებზე გაიკეთეთ. 15 წუთში ფოლგა მოიხსენით, პირში წყალი გამოივლეთ და კბილები პასტით გაწმინდეთ.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები