კატა კარაკალი – ბუნების ერთ–ერთი ყველაზე სესანიშნავი ქმნილება (10 ფოტო)
კატა  კარაკალი – ბუნების  ერთ–ერთი  ყველაზე  სესანიშნავი  ქმნილება  (10  ფოტო)
კარაკალი მტაცებელი ძუძუმწოვარია კატისებრთა ოჯახიდან. დიდი ხნის განმავლობაში მას ფოცხვერებს მიაკუთვნებდნენ, თუმცა რიგი გენეტიკური თავისებურების გამი კარაკალი ცალკე რიგში განამწესეს. კარაკალი სხვა კატისებრებთან შედარებით ყველაზე ახლოს დგას ფოცხვერებთან.



...1) ასევე მას უდაბნოს ან ბერბერულ ფოცხვერს უწოდებენ. გარეგნულად ძალიან ჰგავს ფოცხვერს, თუმცა ტანად უფრო პატარაა, უფრო მოხდენილი და შედარებით ერთფეროვანი ქურქი აქვს. მისი სხეულის სიგრძე 65 სმ აღწევს, მასა 11—13 კგ. მოყვითალო ზურგი და მოთეთრო მუცელი აქვს. ყურებზე დაახლოებით 5 სანტიმეტრის სიგრძის "ფუნჯები" აქვს, ხოლო თათებზე განვითარებულია უხეში ბეწვის საფარი, რომელიც უადვილებს
ქვიშაზე გადაადგილებას.

2018 01 17 015113


2) გავრცელებულია აზიისა და აფრიკის უდაბნოებსა და მთისწინეთში. ცოტა გვხვდება სამხრეთ თურქმენეთში, იშვიათად — უზბეკეთში. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, ქვეწარმავლებით და სხვა. შობს 1-4 ბოკვერს, სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ინდოეთში კარაკალს კურდღლებზე, ფრინველებსა და პატარა ანტილოპებზე სანადიროდ წვრთნიან.

2018 01 17 015103


3) უპირატესობას ღამის ცხოვრების წესს ანიჭებს, თუმცა ზამთარსა და გაზაფხულზე სანადიროდ დღისითაც გამოდის. თავშესაფრად მელიების სოროებს იყენებს, ზაფხულობით კი შეუძლია უბრალოდ ბუჩქის ძირას დაისვენოს.

2018 01 17 015053


4) მიუხედავად იმისა, რომ გრძელი ფეხები აქვს დიდი ხნის განმავლობაში სირბილი არ შეუძლია. ის ელოდება მსხვერპლს და გრძელი (4.5 მ) სიგრძის ნახტომით იჭერს მას.

2018 01 17 015044


5) გასაოცარი რეაქციისა და გრძელი ბრჭყალების წყალობით კარაკალი ახერხებს ერთდროულად რამდენიმე ფრინველი დაიჭიროს.

2018 01 17 015030


6) სახელწოდება "კარაკალი" წარმოსდგება თურქული სიტყვა karakulak-გან, რომელიც "შავ ყურს" ნიშნავს. ცხოველის ყურების უკანა ნაწილი შავი ბეწვითაა დაფარული.

2018 01 17 015021

2018 01 17 015011

2018 01 17 015001

2018 01 17 014952
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები