6 ადგილი ჩვენს სხეულზე, სადაც სუნამოს დასხმის შემთხვევაში სუნი 2–3 დღე მაინც გაგყვებათ!
6  ადგილი ჩვენს  სხეულზე,  სადაც  სუნამოს  დასხმის  შემთხვევაში  სუნი  2–3  დღე  მაინც  გაგყვებათ!
სუნამო - ეს თქვენი სავიზიტო ბარათია და იმისათვის, რომ თქვენს სურნელს ცნობდნენ, სათანადო სუნამოს შერჩევის გარდა, აუცილებელია მისი სწორად დატანაც იცოდეთ. აღმოჩნდა, რომ მაჯის გარდა არსებობს სხვა ადგილებიც ადამიანის სხეულზე, რომლებზე დატანის შემთხვევაში თქვენი სუნამო მეტ ხანს აფრქვევს სურნელს. ქვემოთ სწორედ ამ 6 "ჯადოსნური" ადგილის შესახებ ვისაუბრებთ.

1. თმა
პარფიუმერული მარკის, Byredo-ს დამფუძნებელი, ბენ გორე გვარწმუნებს, რომ თმა გაცილებით მეტხანს ინარჩუნებს არომატს, ვიდრე კანი. მაგრამ თმაზე სუნამოს დატანისას სიფრთხლის გამოჩენაა საჭირო, რადგან მასში შემავალმა სპირტმა შესაძლოა თმა
დააზიანოს. შესაძლოა სუნამო დააპკუროთ სავარცხელზე და მისი საშუალებით დაიტანოთ თმაზე.
...
2. ყურის ძირები
ეს ადგილი სუნამოს დასატანად ნაკლებად პოპულარულად ითვლება, ვიდრე მაჯა. არადა სინამდვილეში ეს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილია, რადგან აქ ვენები კანთან ყველაზე ახლოს გადის და იდეალური პირობა იქმნება არომატის გასაფრქვევად.

3. კისრის უკან
პარფიუმერიის ექსპერტი, ჩენდლერ ბური ამტკიცებს, რომ ამ ადგილზე დატანილი არომატი გარდა იმისა, რომ დიდხანს ნარჩუნდება, არც თავს მოაბეზრებს გარშემომყოფებს.

4. იდაყვის შიდა ზედაპირი
ეს ადგილიც ისეთივე ეფექტურია სუნამოს დასატანად, როგორც მაჯა.

5. მუხლის უკანა ზედაპირი
ეს სუნამოს დატანისთვის საუკეთესო ადგილია. არომატი მაღლა ავა და მთელ სხეულს მოედება.

6. ჭიპი
მსახიობი ლივ ტაილერი ყვება, რომ მამამისი, სტივენ ტაილერი პარფიუმს ყოველთვის ჭიპზე ისხამს. ამ ადგილზე ტემპერატურა ყოველთვის ცოტათი მეტია და ამის გამო არომატი უკეთ იშლება.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები