"საავადმყოფომდე ცოცხალი ვერ მიაღწევდა, ამიტომ ჯობდა იქვე დავმშვიდობებოდი" -დაუჯერებელი ამბავი
"საავადმყოფომდე ცოცხალი ვერ მიაღწევდა, ამიტომ ჯობდა იქვე დავმშვიდობებოდი" -დაუჯერებელი ამბავი
უცხოურ პრესაში ერთ-ერთი ექიმის ემოციური და გულისამაჩუყებელი წერილი დაიბეჭდა.

„სასწრაფო დახმარების ექიმი ვარ და ჩემს საქმეში მნიშვნელოვანია დროზე გამოვცხადდე როგორც გამოძახების ადგილზე, ისე სამსახურში. ერთხელ, როცა მაგვიანდებოდა, სხვა გზა აღარ დამრჩა და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფუფუნების უფლებას თავს არ ვაძლევ ხოლმე, ტაქსით გადავწყვიტე წასვლა. გზაში ჩემმა დაქალმა დამირეკა, რომლის ბავშვსაც მაღალი სიცხე ჰქონდა და ვერაფრით შველოდა. მე გარკვეული რჩევები მივეცი და დავპირდი, რომ სამსახურის შემდეგ გამოვუვლიდი გასასინჯად. ტელეფონზე საუბარი რომ დავამთავრე, ტაქსის მძღოლი სარკიდან მიყურებდა და შემდეგი დიალოგი წარიმართა ჩვენს შორის:

...- ესე იგი, თქვენც ექიმი ხართ...

- კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი გახლავართ.

- მე ექიმებს უფასოდ ვემსახურები.

- კი, მაგრამ რატომ? რაიმე ახალი პროგრამა შემოიღეს ქვეყანაში?

- არა, ეს მე ვთვლი თავს ვალდებულად, ყველა ექიმს უფასოდ მოვემსახურო...

ცოტა დავიბენი, მძღოლმა სარკიდან შემამჩნია, რომ დავინტერესდი, თუმცა ვეღარ გავბედე ამის მიზეზი მეკითხა, ამიტომ თავადვე გააგრძელა ამბის მოყოლა:

- ერთხელ, ერთმა ექიმმა ჩემი პატარა ვაჟის სიცოცხლე გადაარჩინა.

- კი, მაგრამ რა არის ამაში გასაკვირი, ეს ექიმების მოვალეობაა, ამაში ფულს ვიღებთ, ამიტომ თქვენც არ ხართ ვალდებული, ვინმეს უფასოდ მოემსახუროთ.

- საქმე სულ სხვაგვარად არის. საშინელ ავარიაში მოვყევით, ჩემი პატარა ძალიან დაშავდა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა იყო მოსული. ყოველი მათგანი მეუბნებოდა, რომ ბავშვი საავადმყოფომდე ცოცხალი ვერ მიაღწევდა, ამიტომ ჯობდა იქვე დავმშვიდობებოდით. მხოლოდ ერთმა ექიმმა გადაწყვიტა ადგილზე გაეკეთებინა ოპერაცია იმ ინსტრუმენტებით, რაც ხელთ ჰქონდა.

- როგორ, სასწრაფო დახმარების მანქანაში გაუკეთა ოპერაცია?

- დიახ, სასწრაფო დახმარების მანქანაში. ჩემს ვაჟს ახლაც დიდი შრამი აქვს კისერზე, თუმცა ცოცხალი მყავს და რაც მთავარია, ჯანმრთელი. ის ექიმი კი, ვინც ეს სარისკო ნაბიჯი გადადგა, პროტოკოლის დარღვევისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ახლა თავის მშობლიურ სოფელში ცხოვრობს და იქ კერძო კლინიკის ექიმია. იმედია, კიდევ
ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შეძლებს. მე მისი ვალიდან ვერასდროს ამოვალ. სწორედ ამიტომ, მგზავრს, რომელიც ექიმი შემხვდება, უფასოდ ვემსახურები. არ მაინტერესებს პროფესიონალია თავისი საქმის თუ არა, უბრალოდ ყოველთვის თვალწინ მიდგება ის ახალგაზრდა მედიკოსი და სინდისი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ რომელიმე მათგანს ფული გამოვართვა, თქვენც უფასოდ მიგიყვანთ თქვენს სამსახურამდე.

წინააღმდეგობა აღარ გამიწევია, ფულს არ გამომართმევდა. მხოლოდ გულთბილი მადლობა ეყო, ბედნიერი სახით გააგრძელა თავისი გზა.

რატომ ვირჩევთ ექიმის პროფესიას? ზოგს უნდა, რომ სტაბილური ან მაღალანაზღაურებადი სამსახური ჰქონდეს, ზოგი მშობლის დაჟინებული მოთხოვნით ხდება ექიმი, ზოგსაც კი უბრალოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა უნდა და სულ არ ადარდებს, ამის გამო შიდა განაწესს დაემროჩილება თუ არა, რაც შეიძლება სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდეს. ასეთ მომენტებში არჩევანის წინაშე დგები - ან უნდა შეინარჩუნო სამსახური, ან ადამიანობა“.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
06-02-2018
"მაგრამ ისიც ხომ იცი შენ ძალიან კარგად, ხომ დარწმუნებული ხარ გულის სიღრმეში, რომ მე არა ვარ ცუდი ადამიანი. მაშ, მაპატიე ამ ცოდნისთვის ჩემი ცუდი საქციელი, მაპატიე ყველაფერი ის, რისი პატიებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რომ ყველა მაქებდეს, შენც მაქებდე და სინამდვილეში კი გრძნობდე, რომ არა ვარ ამ ქების ღირსი, ჯობია – დამეთანხმე – გაგინებდნენ და არ იყო ამ გინების ღირსი, თუნდაც აკეთებდე ცუდს და არ იყო სინამდვილეში ცუდი, ვიდრე გაქებდნენ და ტყუილა, აკეთებდე კარგს და იყო ცუდი კაცი, თვალთმაქცი.

გეფიცები, დედა, დედას გეფიცები, რომ მე ალბათ ღმერთის სამსჯავროს წინაც არ გავიმართლებდი ასე მხურვალედ თავს; თვითონ იცი, რომ როცა ჩემზე ცუდს ამბობენ, მე სიტყვით მხოლოდ ვუორკეცებ ხოლმე მთქმელს თავის აზრს, რადგან ზიზღს იწვევს ჩემში ყოველგვარი თავის მართლება;

და მე თუ თავს ვიმართლებ, პატიებას ვთხოვ საკუთარ დედას, მხოლოდ იმიტომ, რომ უზომოდ მიყვარს ის; თუ სიყვარულის დათვლა შეიძლება, ასე დავითვლი: იმაზე ათასჯერ ძალიან მიყვარს, რამდენი უსიამოვნებაც მიმიყენებია მისთვის.

კარგად იყავი, ჩემო დედა.

გწამდეს ჩემი.

როგორმე მოუარე ნერვებს ასეთ პირობებში.

თუმცა ძალიან ძნელია თვითეული კალმის მოსმა ჩემთვის ამ სიყალბისა და თვალთმაქცების ხელში, მაგრამ შედეგი ორმაგად ძვირფასი იქნება და ყველაზე პირველმა მინდა, რომ შენ გაიგო ეს. მთელი ღამე ვერ დავიძინე და დილით საშინელი თავის ტკივილით ავდექი, როცა მამასგან შენი ავად გახდომის ამბავი გავიგე.’’

გურამი წერილის დაწერიდან 4 დღეში დაიღუპა.
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები