"შენ რა, ქმარი არ გყავს"?
"შენ რა, ქმარი არ გყავს"?
გუშინ მეგობართან მივდიოდი, ტაქსი გამოვიძახე, ცოტა ხანში მოკლე ტექსტური შეტყობინება მომივიდა, მანქანა მალე იქნება ადგილზეო. რამდენიმე წუთში მძღოლმაც დარეკა, ყურმილში ქალის ხმა გავიგონე, სიმართლე გითხრათ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქალ ტაქსის მძღოლს გადავეყარე.

ცოტა კი დავიბენი, მაგრამ მალევე მოვედი აზრზე, მადლობა გადავუხადე და სახლიდან გავედი. 15 წუთი მაინც ვიყავით გზაში და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე დასამახსოვრებელი მგზავრობა იყო. მას სამი შვილი და მეუღლე ჰყავს, რომელიც მუშაობს, უბრალოდ, მისი ხელფასი
ოჯახს არ ჰყოფნის, ამიტომაც, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გა
დაწყვიტა, ოჯახს დახმარებოდა და ტაქსისტობა დაიწყო.
...
და რა არის ამაში განსაკუთრებული? ან მე რატომ მეუცხოვა ქალის ხმა ? იმიტომ, რომ არ ვართ შეჩვეულები ქალების "კაცის" საქმით დაკავებას, არადა, ევროპის არა ერთ ქვეყანაში ყველაში თუ არა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და იქ მომუშავე ქალებს, არც უპატრონოებად, არც გონებაშეზღუდულებად აღქივამენ.

იკითხავთ, აქ ვინ ფიქრობს ასეო? - არა ერთი. სამწუხაროდ, თავად მძღოლმა მომიყვა მისი რამოდენიმე ისტორია, რამაც ძალიან დამთრგუნა და შემრცხვა იმ საზოგადოების, რომელშიც ვცხოვრობ.

რატომ უნდა აგინოს კაცმა ქალს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მძღოლად მუშაობს? როგორც მითხრა, არა ერთხელ ჰქონია მსგავსი შემთხევევა, როდესაც ეუბნებიან: " შენ რა, ქმარი არ გყავს?" "უპატრონო ხარ?" "ეს შენი ოჯახის სირცხვილია" და ა.შ.

"არადა, რას ვაშავებ. ვცდილობ ოჯახი შევინახო. ბავშვებს საჭმელი არ მოვაკლო, ვინმეს ხომ არ ვართმევ? ხომ არ ვქურდობ? პატიოსანი შრომით ვშოულობ კაპიკებს. ესენი კი ისე უგულოდ მეტყვიან ხოლმე ასეთ რაღაცებს, მგონია ადამიანობა სულ დაკარგული აქვთ. არადა, რას ვაშავებ? ვაშავებ რამეს"?  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები