22 წლის ბიჭი ყაზახეთიდან, რომელმაც თავი გოგონად გაასაღა და სილამაზის კონკურსის ფინალში გავიდა (7 ფოტო)
22  წლის  ბიჭი  ყაზახეთიდან,  რომელმაც თავი  გოგონად  გაასაღა  და  სილამაზის  კონკურსის  ფინალში  გავიდა  (7  ფოტო)
ყაზახეთის ქალაქ ალმათიდან მამაკაცმა ქალის იმიჯით სილამაზის კონკურს Miss Virtual Kazakhstan-ის ფინალამდე მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას sputniknews.kz ავრცელებს.



...უჩვეულო ამბის გმირი 22 წლის ილაი დიაგილევია, რომელმაც სილამაზის კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტოსურათები გაგზავნა და ქალის იმიჯით კონკურსზე არინა ალიევას სახელით დარეგისტრირდა. ახალგაზრდა მამაკაცის
ფოტოები ყაზახეთში მოიწონეს, რამაც მას საშუალება მისცა ფინალამდე მიეღწია. „სპუტნიკ ყაზახეთის“ კორესპონდენტი მას უჩვეულო ამბების დეტალების შესახებ ესაუბრა.



"მე და ჩემი მეგობარი სილამაზის შესახებ ვკამათობდით და შემდეგ კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე. ყოველთვის მხარს ვუჭერდი ბუნებრივ სილამაზეს. ახლა, ხედავთ, რომ ბევრი გოგონა ერთნაირია, ყველა თანაბრად ლამაზია, ერთნაირად იმოსებიან და მიაჩნით, თუკი მოდის ტენდენციებს ითვალისწინებენ, ლამაზები არიან. მე ასე არ ვფიქრობ ", -განაცხადა ილაი დიაგიევმა.



მან ასევე დასძინა, რომ ადრე გოგონები უფრო ბუნებრივები და ქარიზმატულები იყვნენ. „ფინალამდე მივაღწიე და როცა მივხვდი, რომ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა, გადავწყვიტე, არინა ალიევას იმიჯი აღარ მქონოდა“,-დასძინა მან.



კონკურს Miss Virtual Kazakhstan-2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, არინა ალიევას ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის დისკვალიფიკაცია მიანიჭეს და კონკურსანტი სხვა მონაწილით შეცვალეს. ილაი დიაგილევი ალმათიში ცხოვრობს და მუშაობს. მონაწილეობს მოდის ჩვენებებში, როგორც მოდელი.






FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები