მსოფლიოში პირველი 6 ტყუპი - როგორ გამოიყურებიან გოგონები 35 წლის შემდეგ? (11 ფოტო+ბიდეო)
მსოფლიოში პირველი 6 ტყუპი - როგორ გამოიყურებიან გოგონები 35 წლის შემდეგ?  (11  ფოტო+ბიდეო)
1983 წლის 18 ნოემბერი ცოლ-ქმარ უოლტონებისა და მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებულ დღედ იქცა. ამ დღეს სამყაროს პირველად მოევლინა ექვსი ტყუპი და.

უოლტონები საკუთარი შვილების ყოლას ვერ ახერხებდნენ. ექიმები საიმედოს ვერაფერს ეუბნებოდნენ და ნელ-ნელა ცოლ-ქმარი იმაზე ფიქრს ეჩვეოდა, რომ საკუთარი შვილი არასოდეს ეყოლებოდა.

...


თავიდან, როცა გაირკვა, რომ ჟანეტი დაფეხმძიმდა, ცოლ-ქმარს დაჯერება გაუჭირდა. მომავალმა მამიკომ ერთწლიანი შვებულება აიღო, რათა ცოლს ბავშვის გაზრდაში დახმარებოდა, თუმცა ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ, ერთის ნაცვლად, ექვსი შვილის მამა გახდებოდა.




მრავალშვილიანი დედა, რომელიც უკვე ბებიაა, 35 წლის შემდეგ გოგოების გაჩენის
დღეს ღიმილით იხსენებს. მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ სამშობიაროს გზაზე მიმავალი ცოლ-ქმარი საშინელ საცობში მოყვა და კინაღამ სამშობიაროში დააგვიანა.




ტყუპების წონა კილოგრამს ოდნავ აღემატებოდა. მცირე წონის გამო გოგონებმა სიცოცხლის პირველი ექვსი კვირა ინტენსიური თერაპიის პალატაში გაატარეს. ბავშვების სახლში წაყვანის შემდეგ ჟანეტისა და მისი ქმრისთვის ხანგრძლივი უძილო ღამეები დაიწყო... ჟანეტი ამბობს, რომ ასეთ დატვირთვას მეუღლის დახმარების გარეშე ვერაფრით გაუმკლავდებოდა.




ცოლ-ქმარმა გამოთვალა, რომ გოგონების სიცოცხლის პირველივე წელს 11 000 პამპერსის შეძენა მოუწიათ. ბავშვების გასეირნებისას ცოლი და ქმარი ორ-ორადგილიანი საბავშვო ეტლით მოძრაობდნენ და თითო-თითო პატარა ხელში ეკავათ. ალბათ, ამიტომ სტუმრის მოსვლა განსაკუთრებით უხაროდათ - მას შეეძლო ტყუპების მესამე წყვილი სასეირნოდ მესამე ეტლით წაეყვანა.




გოგონების დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ ჟანეტის ქმარი სამსახურს დაუბრუნდა და მხატვარ-დეკორატორის კარიერა გააგრძელა. ორიოდე წლის შემდეგ ჟანეტმაც დაიწყო მუშაობა სამშობიარო სახლში. სწორედ იქ მოევლინა ქვეყანას ლეგენდარული ბებიის პირველი შვილიშვილი. ახალშობილს აშკარად გაუმართლა. მას უზარმაზარი ოჯახი ჰყავს, მის გართობასა და გასეირნებაში ყველა ერთმანეთს ეცილება. დანარჩენი გოგონები გათხოვებას არ ჩქარობენ. იქნებ, ლეგენდარული დედის გმირობის გამეორების ეშინიათ?























FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები