ზუსტად ამიტომ არ მინდა შვილები მყავდეს და ალბათ არც არასოდეს მომინდება!
ზუსტად  ამიტომ  არ  მინდა  შვილები  მყავდეს  და  ალბათ  არც  არასოდეს  მომინდება!
ერთხელ მატარებლით ვმგზავრობდი ახალგაზრდა ქალბატონთან და მის ჩვილ შვილთან ერთად. მე ვუყურებდი ამ გაწამებულ დედიკოს და მის მტირალა შვილს და მივხვდი, რომ არ მინდა ბავშვები. დედობაზე ფიქრიც კი ჭკუიდან მშლის.

ბევრი ნათესავი და ნაცნობი მეუბნება, რომ ეგოისტი ვარ ისინი მაბეზრებენ თავიანთი რჩევებით. ხოლო მშობლები კი უბრალოდ ოცნებობენ შვილიშვილებზე. მე გადავწყვიტე გავრკვეულიყავი ამ სადაო საკითხში. დღის წესრიგშია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა: რატომ არ უნდა ზოგიერთ ადამიანს შვილები?

...
ოჯახი  ბავშვების  გარეშე  8 მიზეზი  დედობრივი ინსტიქტის უქონლობა
უნდა ვაღიაროთ რომ, ქალბატონების ნაწილს ბავშვის გაჩენის სურვილი არ უჩნდება 30 წლის შემდეგაც კი! ეს იმას არ ნიშნავს რომ ასეთი ადამიანები ვერ იტანენ ბავშვებს და ეზიზღებათ ორსულობა. უბრალოდ ისინი თავს ბედნიერად და სრულფასოვნად გრძნობენ ბავშვების გარეშე.


მეხსიერება
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ბავშვების გაჩენის სურვილი უღვიძდება ყველა გოგონას ზრდასრული ასაკის მიღწევის შემდეგ. საოცარია მაგრამ იმდენად ინსტიქტურია რომ შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ 25 წლის ასაკში ქალი უკვე აცნობიერებს რომ არასდროს უნდოდა შვილების ყოლა.


ფინანსური პრობლემები
ეს ყველაზე პოპულარული არგუმენტია. როდესაც ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობ, კითხვაზე გინდა თუ არა ბავშვი პასუხი ყოველთვის უარყოფითია. სამედიცინო სერვისი, ჯანმრთელი კვება და ბავშვებისთვის საჭირო ნივთები ხომ საკმაოდ ძვირადღირებულია. ახალგაზრდა წყვილები აცნობიერებენ, რომ ვერ შეძლებენ ბავშვის ფინანსურად უზრუნველყოფას. ხოლო როდესაც წარმატებას აღწევენ, ეჩვევიან თავიანთ ცხოვრებას და არ უნდათ რაიმეს შეცვლა.

უშვილობა
ძალიან ხშირად ბავშვის არ ყოლის სურვილის უკან ჯანმრთელობის პრობლემები მალება, რომელიც უშვილობას წვევს. შეიძლება ვინმე ამტკიცებდეს რომ დედობა მისთვის არაა და სულაც არ უნდა შვილის ყოლა, თუმცა აღმოჩნდება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს ამის საშუალებას.


მძიმე ბავშვობა
თუ გოგონას არ ჰქონია კარგი ურთიერთობა დედასთან და მამასთან, მაშინ ბავშის არ ყოლის სურვილი პირდაპირ არის დაკავშირებული ბავშვობაში მიღებულ ტრავმასთან.

პასუხისმგებლობის შიში
ქალთა
შორის არსებობენ ინფანტიული ადამიანები, მათთვის მშობლის როლი ნამდვილად ზედმეტია. მათი სურვილია ყოველთვის დარჩნენ პატარა გოგონებად, ზედმეტი პასუხისმგებლობის გარეშე. ეს ადამიანები არ არიან მზად დამოუკიდებლად მიიღონ რაიმე გადაწყვეტილება, პასუხი აგონ საქციელზე ან გადაწყვიტონ რაიმე პრობლემა.

გვერდით არასათანადო მამაკაცის ყოლა
ზოგჯერ შვილის არ ყოლის სურვილი სწორედ ამასთან არის დაკავშირებული. არავის უნდა იყოს მიტოვებული, მითუმეტეს მიყოვებული ბავშვით ხელში.

მშობიარობის შიში
პანიკა ამასთან დაკავშირებით არ ჩნდება მიზეზგარეშე. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ცუდი გენეტიკა, დაავადებები, სუსტი ორგანიზმი. ასევე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი – გარეგნული ცვლილება მშობიარობის შემდეგ. ასეთი ფიქრები აქვს ყველა ქალბატონს და ყველა არ არის მზად გარისკოს.


გაგვიზიარეთ თქვენი აზრები ამ საკითხთან დაგავშირებით და გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს!
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
06-02-2018
"მაგრამ ისიც ხომ იცი შენ ძალიან კარგად, ხომ დარწმუნებული ხარ გულის სიღრმეში, რომ მე არა ვარ ცუდი ადამიანი. მაშ, მაპატიე ამ ცოდნისთვის ჩემი ცუდი საქციელი, მაპატიე ყველაფერი ის, რისი პატიებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რომ ყველა მაქებდეს, შენც მაქებდე და სინამდვილეში კი გრძნობდე, რომ არა ვარ ამ ქების ღირსი, ჯობია – დამეთანხმე – გაგინებდნენ და არ იყო ამ გინების ღირსი, თუნდაც აკეთებდე ცუდს და არ იყო სინამდვილეში ცუდი, ვიდრე გაქებდნენ და ტყუილა, აკეთებდე კარგს და იყო ცუდი კაცი, თვალთმაქცი.

გეფიცები, დედა, დედას გეფიცები, რომ მე ალბათ ღმერთის სამსჯავროს წინაც არ გავიმართლებდი ასე მხურვალედ თავს; თვითონ იცი, რომ როცა ჩემზე ცუდს ამბობენ, მე სიტყვით მხოლოდ ვუორკეცებ ხოლმე მთქმელს თავის აზრს, რადგან ზიზღს იწვევს ჩემში ყოველგვარი თავის მართლება;

და მე თუ თავს ვიმართლებ, პატიებას ვთხოვ საკუთარ დედას, მხოლოდ იმიტომ, რომ უზომოდ მიყვარს ის; თუ სიყვარულის დათვლა შეიძლება, ასე დავითვლი: იმაზე ათასჯერ ძალიან მიყვარს, რამდენი უსიამოვნებაც მიმიყენებია მისთვის.

კარგად იყავი, ჩემო დედა.

გწამდეს ჩემი.

როგორმე მოუარე ნერვებს ასეთ პირობებში.

თუმცა ძალიან ძნელია თვითეული კალმის მოსმა ჩემთვის ამ სიყალბისა და თვალთმაქცების ხელში, მაგრამ შედეგი ორმაგად ძვირფასი იქნება და ყველაზე პირველმა მინდა, რომ შენ გაიგო ეს. მთელი ღამე ვერ დავიძინე და დილით საშინელი თავის ტკივილით ავდექი, როცა მამასგან შენი ავად გახდომის ამბავი გავიგე.’’

გურამი წერილის დაწერიდან 4 დღეში დაიღუპა.
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები