მას სკოლაში ამცირებდნენ, მსუქანას და მახინჯს ეძახდნენ, დღეს კი მისით მსოფლიოა აღფრთოვანებული!
მას  სკოლაში  ამცირებდნენ,  მსუქანას  და  მახინჯს  ეძახდნენ,  დღეს  კი  მისით  მსოფლიოა  აღფრთოვანებული!
ოსკარის მფლობელი მსახიობი ქეით უინსლეტი ლონდონში 12 ათასიანი აუდიტორიის წინაშე გამოვიდა და სკოლის პერიოდში და მის ჩაგვრაზე ისაუბრა, გაიხსენა თუ როგორი სასტიკები იყვნენ მის მიმართ.



...

"სკოლაში ყოველ დღე მჩაგრავდნენ, მეძახდნენ მსუქანს, დამცინოდნენ, კარადაში მკეტავდნენ, ამბობდნენ, რომ ლამაზი არ ვიყავი. დამცინოდნენ მაშინაც, როცა კასტინგებზე დავდიოდი, მეუბნებოდნენ, რომ ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი თუ ოდესმე მსუქანი გოგოს როლს მათამაშებდნენ "შენ არ ხარ ის, ვისაც ჩვენ ვეძებთ" - უამრავჯერ მომისმენია ეს.




არ დავნებდი და მივყევი ჩემს ოცნებას. მე მაიგნორებდნენ, ჩემი მისამართით ბევრ უარყოფით კომენტარს ვისმენდი, მაგრამ საკუთარი თავის მჯეროდა. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ საჭირო იყო. თქვენც ის უნდა გააკეთოთ რაც გიყვართ და უნდა გჯეროდეთ, უნდა გქონდეთ რწმენა, რომ გამოვა. ეს ოცნებების ახდენის ყველაზე რთული, მაგრამ აუცილებელი ნაწილია", - თქვა გამოსვლის დროს ქეით უინსლეტმა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები