16 წლის ბიჭი მშობლებს: „დედა, მამა, იძულებული ვარ, ეს ყველაფერი წერილობით შეგატყობინოთ...“
16 წლის ბიჭი მშობლებს: „დედა, მამა, იძულებული ვარ, ეს ყველაფერი წერილობით შეგატყობინოთ...“
სასწავლო სემესტრის ბოლო დღეა. მამამ ვაჟის ოთახთან ჩაიარა და ღია კარიდან დაინახა, რომ იქაურობა უცნაურად საგულდაგულოდ იყო მილაგებული, თითქოს ოთახის პარტონმა ნივთები ჩაალაგა და სადღაც დიდი ხნით გაემგზავრა. მამას ეჭვები კიდევ უფრო გაუძლიერდა, როცა მაგიდაზე კონვერტი შეამჩნია...

კონვერტზე ერთი სიტყვა ეწერა: „მამას“.
კაცმა ნერვიულად წაახია კონვერტს თავი, წერილი ამოიღო და კითხვა დაიწყო...
...
„ჩემო ძვირფასო მამა და დედა!
იმისთვის, რომ თქვენს სკანდალს ავცდენოდი, იძულებული ვარ, ეს ყველაფერი წერილობით შეგატყობინოთ.
ჩემი ახალი შეყვარებულის გამო სახლიდან მივდივარ. მე ის გოგო სიგიჟემდე მიყვარს. ვიცი, თქვენ არ მოგეწონებათ მისი პირსინგები, ტატუები, ბაიკერის ტანსაცმელი და ისიც, რომ ჩემზე გაცილებოთ უფროსია. მაგრამ, აქ თქვენი ემოციები არ არის მთავარი. ის გოგო ჩემგან ფეხმძიმედაა.

მას ლანკა ჰქვია და სჯერა, რომ ბედნიერები ვიქნებოთ. ქალაქის გარეუბანში, ტყის პირას მისაბმელიანი მანქანა უდგას და შეშის დიდი მარაგიც აქვს, რაც ზამთარს თბილად გაგვატარებინებს. ჩვენ ბევრ შვილზე ვოცნებობთ. ლანკამ თვალი ამიხილა იმ ფაქტზე, რომ მარიხუანა სულაც არ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო. ჩვენ მას ბლომად მოვაშენებთ, ცოტას გავყიდით კიდეც, რომ კოკაინისთვის
მოვაგროვოთ ფული - ლანკამ ზუსტად იცის, რომ არც კოკაინი ვნებს ჯანმრთელობას. ამასობაში ბევრს ვილოცებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროზე აღმოაჩინონ შიდსის წამალი და ლანკა განიკურნოს - ის ამას ნამდვილად იმსახურებს.

არ ინერვიულო, მამა. მე უკვე 16 წლის ვარ და შემიძლია, საკუთარ ცხოვრებაზე თავად ვიზრუნო. შენ და დედას ერთხელ აუცილებლად გესტუმრებოთ და შვილიშვილებს გაგაცობთ.
სიყვარულით, შენი შვილი ნიკა.

P.S. მამა, ეს ყველაფერი გამოვიგონე. მე ახლა ალექსანდრესთან ვარ. უბრალოდ, მინდოდა, შენთვის შემეხსენებინდა, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ არის გაცილებით უარესი, ვიდრე ცუდი ნიშნები სკოლის დღიურში. სხვათა შორის, ის სამზარეულოს მაგიდაზე დევს. დამირეკეთ, როცა გაბრაზება გადაგივლით და სახლში დაბრუნების ნებას მომცემთ. მიყვარხართ!“


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები