სტუდენტი, რომელმაც გამოცდაზე სამოთხის არსებობა დაამტკიცა...
სტუდენტი, რომელმაც გამოცდაზე სამოთხის არსებობა დაამტკიცა...
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა იმდენად დეტალური პასუხი გასცა საგამოცდო სკითხზე, რომ პროფესორმა გადაწყვიტა იგი სოციალური ქსელით გაეზიარებინა კოლეგებისთვის, რის შემდეგაც აღნიშნული ისტორია მთელ ინტერნეტს მოედო.

შეკითხვა იყო შემდეგნაირი: თქვენი აზრით, ჯოჯოხეთი ეგზოთერმულია (გამოყოფს სითბოს) თუ ენდოთერმული (შთანთქავს სითბოს)?

...სტუდენტთა უმრავლესობამ
პასუხის გასაცემად ბოილის კანონი (გაფართოებისას აირი გრილდება, შეკუმშვისას კი - თბება) მოიშველია. ერთ-ერთმა სტუდენტმა კი განსაკუთრებით საინტერესო პასუხი დაწერა:

"თავდაპირველად უნდა ვიცოდეთ როგორ იცვლება ჯოჯოხეთის მასა დროში. ამისათვის გვჭირდება ვიცოდეთ სიჩქარე, რომლითაც სულები ჯოჯოხეთში გადაადგილდებიან და სიჩქარე, რომლითაც ისინი ჯოჯოხეთს ტოვებენ. ვფიქრობ, დარწმუნებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ სული ჯოჯოხეთში მოხვდა, იქიდან ვეღარ გამოვა; ამგვარად, სულები ჯოჯოხეთს არ ტოვებენ. იმისათვის, რომ ვთქვათ, რამდენი სული ხვდება ჯოჯოხეთში, მოდით, გადავხედოთ სხვადასხვა რელიგიებს.

რელიგიათა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ თუ სწორედ ამ კონკრეტული რელიგიის მიმდევარ არ ხარ, მოხვდები ჯოჯოხეთში. რამდენადაც ეს რელიგიები ერთზე მეტია, ადამიანი კი, ჩვეულებრივ ერთზე მეტი რელიგიის მიმდევარი ვერ იქნება, შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ვამტკიცოთ, რომ ყველა სული ხვდება ჯოჯოხეთში. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში შობადობასა და სიკვდილიანობას, შეიძლება ველოდოთ, რომ ჯოჯოხეთში მოხვედრილი სულების რაოდენობა იზრდება ექსპონენციურად.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები