ვინ არის 14 წლის ქართველი გოგონა, რომელიც იტალიურ ფილმში მთავარ როლში გადაიღეს
ვინ არის 14 წლის ქართველი გოგონა, რომელიც იტალიურ ფილმში მთავარ როლში გადაიღეს
ქეთა რიჟამაძე ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო თავის გამოჩენა. 2 წელია იტალიაში ცხოვრობს, ქალაქ სალერნოში, სკოლის მოსწავლეა. ცოტა ხნის წინ გადაიღეს იტალიურ მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა გიფონის ფილმის ფესტივალისათვის, იტალიელი რეჟისორის ლუკა მოლტისანტის მიერ. ფილმში "ფოლოუერი", რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით ანონიმური პირების მიერ მოზარდების კონტროლირებას და ძალადობას ეხება, მთავარ როლს სწორედ ქეთა ასრულებს.

- 2 წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად და სასწავლებლად იტალიაში. ვცხოვრობ დედასთან, დეიდასთან და ბებოსთან ერთად.

...- რა განსხვავებაა ქართულ
და იტალიურ სწავლებებს შორის, რა მოგწონს იქ და რა მოგწონდა აქ? ან პირიქით...


- საქართველოს და იტალიის სკოლები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, სწავლის სისტემიდან დაწყებული მასწავლებლებით დამთავრებული.

სწავლის შესახებ დიდ ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მქონია სირთულეები არც საქართველოში და არც იტალიაში. ვფიქრობ, რომ თუ მინდა, წარმატებული ადამიანი გამოვიდე, ყველგან და ყოველთვის უნდა ვისწავლო, რადგან სწავლა არის სინათლე, რომელიც მომავლისკენ მიმავალ კარს გიღებს.

მასწავლებლები იტალიაში უფრო თბილები და თავისუფლები არიან... იქნებიან, ბატონო, თბილები, ჩვენთან შედარებით, მაღალი ხელფასები აქვთ.

- როგორ აღმოჩნდი ამ ფილმში და საერთოდ თუ გაინტერესებდა ეს სფერო?

- რაც თავი მახსოვს, ვამბობ, მსახიობობა მინდა-მეთქი, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი "მინდა"-თი ვერაფერს მივაღწევდი, უნდა გადავსულიყავი მოქმედებაზე. მანამდე კი უნდა მეპოვა ძალა ჩემს თავში, რომელიც წინსვლაში დამეხმარებოდა. ამასობაში შემთხვევითობამ ითამაშა დიდი როლი.

სკოლაში ჩატარდა ქასთინგი, მოვიდა რეჟისორი, მისი დამხმარეები და კინოფესტივალის დირექტორი. მოიტანეს კამერები, განათებები და მასალა. ამ ყველაფრის დანახვამ ორმაგად ამააღელვა, თავდაჯერებამ მიღალატა და მინდოდა, დამეტოვებინა ყველაფერი და სახლში წავსულიყავი... მაგრამ დავრჩი და დავიწყე ბრძოლა ჩემი მიზნისთვის... თუ მინდა რაღაცა, აუცილებლად მივაღწევ.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები