მდიდარი ადამიანების 10 თვისება, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლოთ თუკი გამდიდრება გსურთ!
მდიდარი  ადამიანების  10  თვისება,  რომელიც  აუცილებლად  უნდა  ისწავლოთ  თუკი  გამდიდრება  გსურთ!
1. პასუხისმგებლობის გრძნობა
საკუთარი თავის წინაშე ადამიანი პასუხისმგებელია მთელი ცხოვრება. ასევე ყველაფერ იმაზე, რასაც აკეთბს ან არ აკეთებს. ამიტომ საკუთარი თავი არ უნდა შეიცოდოთ. არ უნდა დაინდოთ საკუთარი თავი და არ უნდა მისცეთ სიზარმაცის უფლება. იყავით პასუხისმგებლიანი: ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ყველა სიტუაცია ჩვენ თვითონვე მოვიზიდეთ. ის გარემოცვა და მდგომარეობა, რომელშიც ვცხოვრობთ ჩვენ თვითონ შევქმენით. გაითვალისწინეთ ეს!

2. სიკეთე
...ეს ნიშნავს როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, როცა ვინმეს უკეთებს სიკეთეს, არ აქვს მნიშვნელობა სად ხდება ეს, სამსახურში, ქუჩაში თუ სხვაგან. ნუ აურევთ სიკეთეს მოწყალების გაღებასა და ქუჩაში ფულის დარიგებაში. სიკეთე – ეს არის ის, რასაც თქვენ გასცემთ სუფთა გულით და სამაგიეროდ გაცილებით მეტს იღებთ.

3. საყვარელი საქმის კეთება
საყვარელი საქმის კეთება, თუ ის სწორად არის შერჩეული, მოგიტანთ ნამდვილ წარმატებას, ცოხვორებისგან მოგანიჭებთ სიხარულს და სიამოვნებას, რასაც თან ახლავს სიმდიდრეც. გადააქციეთ საყვარელი საქმე ბიზნესად. მისი ფორმულა მარტივია:

ბიზნესი = ჰობი + ფული

იშოვეთ ფული საყვარელ საქმესთან ერთად და არასოდეს თქვათ, რომ არ გინდათ თქვენი ჰობით ფულის შოვნა.

4. წარმატების შეფასება გრძნობით, ემოციებით, სულიერი მდგომარეობით
წარმატებული ადამიანი ბედნიერებას ისეთი საზომით ზომავს, რაც გაცილებით მეტია ვიდრე დოლარი, ევრო, რუბლი, გრივნა, ლარი თუ სხვა ვალუტა. კონკრეტულად რა არის ეს საზომი თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად წყვეტს. რეალურად მდიდარი არის ის, ვინც სულიერ „სიმდიდრეს“ განიცდის. ამ შემთხვევაში ფული მხოლოდ თანმდევი ატრიბუტია, ის იქნება საკმარისი და შესაძლოა თავზე საყრელიც.

5. ფინანსების გონივრული მართვა
ხარჯებს სჭირდება კონტროლი. ცნობილია, რომ ფული მიდის იმასთან, ვისაც ის უკვე აქვს და მოთხოვნები იზრდება შესაძლებლობების ზრდასთან ერთად. აქედან მარტივი დასკვნა – გადადეთ თქვენს მიერ გამომუშავებული თანხის ყოველი მეათედი – როგორც ხელფასი საკუთარი თავისთვის. გააკონტროლეთ ხარჯები, შემოსავალი და დანაზოგი.

6. სარგებელი პერსპექტივაში. მუშაობა დღეს, ხვალინდელი წარმატებისთვის
მდიდარი ადამიანი
ყოველთვის მზად არის გასცეს მეტი, შეასრულოს ხარისხიანად და იმუშაოს ბევრი უკვეთესი მომავლისთვის. კარგი, ხარისხიანად შესრულებული სამუშაო ყოველთვის მაღალანზღაურებადია, მოაქვს სასიამოვნო რეზულტატები და კარგი განწყობა.

7. კმაყოფილება
იყავით ცხოვრებით კმაყოფილი. იპოვეთ სიხარული დიდ და პატარა საქმეში. შექმენით რამე, შეიგრძენით ბედნიერება და კმაყოფილება. მსგავს განწყობას კიდევ უფრო დადებითი და წარმატებული მომავალი მოაქვს!

8. საკუთარი თავის ფასი
წარმატებული ადამიანები არასოდეს ადარებენ საკუთარ თავს სხვებს – ნაკლებ წარმატებულებს – იმისათვის, რომ არ გაუჩნდეთ საკუთარი აღმატებულობის ან არასრულფასოვნების გრძნობა. წარმატებული ადამიანი ადარებს თავის დღევანდელ დღეს გუშინდელ დღესთან.

9. სიმდიდრის არა ფულით, არამედ საკუთარი უნარებით და შესაძლებლობებით გაზომვა
ჭეშმარიტად მდიდარი ადამიანები არამარტო წყვეტენ კავშირს ფულად ნიშნებთან და ბედნიერებასთან (ღარიბების მეოთხე თვისებისგან გათავისუფლება), არამედ უგულებელყოფენ დამოკიდებულებას ფინანსურ ანგარიშსა და სიმდიდრის გაგებას შორის კავშირსაც. ნამდვილი სიმდიდრე – ეს არის ფულის მოზიდვის ცოდნა, მისი გამომუშავება ცარიელ ადგილას, ახალი ბიზნეს-სფეროების ორგანიზების შესაძლებლობა – ამ შემთხვევაში ადამიანს ნამდვილად შეუძლია ისაუბროს სიმდიდრეზე და არ შეეშინდეს არანაირი გადასახადის, პროკურატურის, გაძარცვის და ა.შ.

რეალურად მდიდარი ადამიანი არ არის დამოკიდებული თავის ფულის ტომარაზე…

10. გიყვარდეთ საკუთარი ოჯახი, ის საუკეთესო მხარდაჭერაა
ოჯახი – ეს არის შინაგანი მხარდაჭერის უნიკალური საშუალება, რომელსაც თამამად შეგიძლიათ დაერყრდნოთ, მიმართოთ მაშინ, როცა ცხოვრებაში სხვა არაფერი აღარ გრჩებათ. მხოლოდ ახლობლების სიყვარულს შეუძლია დაგეხმაროთ ძალების მოკრებაში, როცა არავითარი იმედი აღარ გაქვთ.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები