ვინ არიან, რას საქმიანობენ და როგორ გამოიყურებიან მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალები!
ვინ  არიან,  რას  საქმიანობენ  და  როგორ  გამოიყურებიან  მსოფლიოში  ყველაზე  მდიდარი  ქალები!
"ფორბსის" პირველ ათეულში 10 ქალი შედის, რომელთა საერთო ქონება 220 მილიარდი დოლარია.

ჟურნალმა Forbes-მა, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგი შეადგინა, რომლის სათავეშიც ამერიკული Wal-Mart-ის თანამფლობელი ქრისტი უოლტონი მოექცა. პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგში მე-2 ადგილს ფრანგი ლილიან ბეტანკური, ცნობილი კოსმეტკური გიგანტის, L'Oreal-ის ფუძემდებლის ქალიშვილი იკავებს, ხოლო მესამე ადგილი ასევე, Wal-Mart-ის თანამფლობელს, ელის უოლტონს ერგო წილად.

...აღსანიშნავია, რომ "ფორბსის" ვერსიით, 2014 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში სულ 172 ქალი მოხვდა. ისინი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების 10%-ს შეადგენენ, ამასთან, სიაში 1645 ადამიანი  იყრის
თავს. "ფორბსის" პირველ ათეულში 10 ქალი შედის, რომელთა საერთო ქონება 220 მილიარდი დოლარია.

გთავაზობთ 10 ყველაზე მდიდარი ქალის სიას:

1. ქრისტი უოლტონი



ქონება: $36,7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Wal-Mart
ქვეყანა: აშშ



2. ლილიან ბეტანკური



ქონება: : $34,5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: L'Oreal
ქვეყანა: საფრანგეთი

3. ელის უოლტონი
ქონება: : $34,3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Wal-Mart
ქვეყანა: აშშ



4. ჟაკლინ მარსი



ქონება: : $34,3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Mars
ქვეყანა: აშშ



5. ჯორჯინა რეინჰარტი



ქონება: $17,7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სამთო მრეწველობა
ქვეყანა: ავსტრალია


6. სიუზანა კლატენი



ქონება: $17,4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: BMW, ფარმაცეფტიკა
ქვეყანა: გერმანია

7. ებიგეილ ჯონსონი
ქონება: $17,3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ფინანსები (Fidelity Financial Services-ის პრეზიდენტი).
ქვეყანა: აშშ

8. ენ კოქს-ჩემბერსი
ქონება: $15,5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: მედია (მედიაკონცერნ Cox Enterprises მაჟორიტარული აქციონერი).
ქვეყანა: აშშ



9. ლორენ პაუელ ჯობსი



ქონება: $14 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Apple, Disney
ქვეყანა: აშშ


10.ჯოანა კვანდტი
ქონება: : $12,8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: BMW
ქვეყანა: გერმანია
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები