ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც თებერვლის ბოლოს წარმატება და დიდი იღბალი მოელის!
ზოდიაქოს  3  ნიშანი,  რომლებსაც  თებერვლის  ბოლოს  წარმატება  და  დიდი  იღბალი  მოელის!
მოახლოვდა 16 თებერვლის ღამე, როცა აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი დადგება და ჩხუბისთავ მამალს მეგობრული ძაღლი შეცვლის. თუმცა 2018 წლის ახალი მბრძანებლის გავლენა უკვე 4 თებერვლიდან უნდა გეგრძნოთ.

ასტროლოგთა ინფორმაციით, 2018 წელი ზოგადად ყველა ნიშნისთვის პოზიტიურია, თუმცა საერთო პოზიტიური სურათის ფონზე უნდა
გამოიყოს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წლის თებერვალში განსაკუთრებით გაუმართლებს.

...
ეს ნიშნები ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები არიან - ვერძი, ლომი და მშვილდოსანი.


ურჩ ვერძებს იღბალი მოულოდნელი მხრიდან ესტუმრებათ, საიდანაც ისინი არ ელიან. მათ სასიამოვნო გაოცებას გამოიწვევენ მეგობრებიც და შემთხვევითი ნაცნობებიც. შესაძლებელია კარიერული წინსვლა ან მნიშვნელოვანი მივლინება. თუმცა ასტროლოგები ვერძებს ურჩევენ, სასიყვარულო საქმეები ზაფხულისთვის გადადონ.


თებერვლის სამი ფავორიტიდან ყველაზე მეტად ლომებს გაუმართლებთ. ისინი ბედის ნებიერები არიან. კარგი დროა ბავშვის ჩასახვისა და გაჩენისთვის, კარიერული და ფინანსური ზრდისთვის. თებერვალი ძალიან მისაღებია გრძელვადიანი პროექტების დასასრულებლადაც.


მშვილდოსნების -
ამ მამაცი და ბრძენი ადამიანების მიმართ ფორტუნა ასე კალთაგაშლილი არასდროს ყოფილა. ახლა მათი ავტორიტეტი უნაკლოა და რეპუტაცია - ხელშეუხებელი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ციდან მშვილდოსნების დასახმარებლად მათი მფარველი ანგელოზი დაეშვა. უფრო აქტიური მოქმედებაა საჭირო, თებერვალში ხომ მხოლოდ 28 დღეა. ჯანმრთელობის პრობლემები წარსულში დარჩება, ხოლო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა თავიდან აყვავდება.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები