"იწყება ახალი, 18 წლიანი ციკლი, რომელსაც ახალი ენერგიები მოაქვს" - როგორ უნდა მოვემზადოთ 16 თებერვლის მზის დაბნელებისთვის
"იწყება ახალი, 18 წლიანი ციკლი, რომელსაც ახალი ენერგიები მოაქვს" - როგორ უნდა მოვემზადოთ 16 თებერვლის მზის დაბნელებისთვის
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში 16 თებერვლის მზის დაბნელების შესახებ წერს და შესაბამის რეკომენდაციებს გვთავაზობს:

"მზის დაბნელებები ყველა დროში მომნუსხველად მოქმედებდა ადამიანებზე, ერთდროულად იწვევდა შიშსაც და აღფრთოვანებასაც.

...ეს მოვლენა მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის მოექცევა ხოლმე და მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს მზის დისკოს. წლის მანძილზე, როგორც წესი, არაერთ დაბნელებას აქვს ხოლმე ადგილი.

ამ წელიწადში მზის 3 დაბნელება გვექნება - თებერვალში, ივლისში და აგვისტოში. სამივე დაბნელება არასრული, ნაწილობრივია. თებერვლის დაბნელება 16 რიცხვში, თბილისის დროით ღამის 00:52 წუთზე მერწყულის 28-ე°'ზე უწევს.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს ღამით ხდება, მზის დაბნელებას საქართველოს ტერიტორიიდან ვერ დავინახავთ. ეს კი თავის მხრივ, იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთათვის ამ მოვლენის ზეგავლენა უკიდურესად მცირედ საგრძნობი იქნება. უმეტესობაზე კი საერთოდ არ იმოქმედებს.

თუმცა, ის ადამიანები, ვინც თებერვლის და აგვისტოს თვეში არიან დაბადებულები ამ ეკლიფსის ზემოქმედების არეალში მაინც მოხვდებიან, ვინაიდან მათი მზე შეხებაში მოდის დაბნელების წერტილთან.

ეს დაბნელება მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი შეიძლება რომ აღმოჩნდეს მათთვისაც, ვისაც მერწყულისა და ლომის ზოდიაქოს ნიშანში 25°-დან -30°-მდე ჰყავთ
პირადი პლანეტები ან რუკის სხვა მნიშვნელოვანი წერტილები, ვინაიდან დაბნელებები დაძაბულ ენერგეტიკას წარმოქმნიან, ბევრს უჩნდება კითხვა - როგორი იქნება ბავშვის მომავალი, თუ ბუნებამ ინება და სწორედ ამ დღეს მოუვლინა სამყაროს?

მინდა თქვენი ეჭვები გავფანტო და გითხრათ, რომ დაბნელებებზე საოცარი პიროვნებები იბადებიან. მათი უმეტესობა სხვადასხვა, გამორჩეული ნიჭითაა დაჯილდოვებული. ამ ადამიანების ცხოვრება არასდროსაა ერთფეროვანი და მოსაწყენი.

დარწმუნებული ვარ, კარგად იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ დაბნელებებზე ანუ ამ შემთხვევაში 15, 16 და 17 თებერვალს განსაკუთრებული პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ასაკოვანმა ადამიანებმა, აგრეთვე მათ, ვისაც გულის და სისხლძარღვების პრობლემები აწუხებთ. არარეკომენდებულია გეგმიური ქირურგიული ჩარევები, რაიმე ახლის წამოწყება, მათ შორის ახალი სამსახურის, ასევე არასასურველია მსხვილი შენაძენების გაკეთებაც. ეცადეთ, არ აჰყვეთ უარყოფით ემოციებს, ნუ გაბრაზდებით წვრილმანებზე. დაუთმეთ მეტი დრო ლოცვებს, მედიტაციებს, ან უბრალოდ წიგნი იკითხეთ და მშვიდ, სასიამოვნო ფილმს უყურეთ...  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები