ქალების აზრით – რა არის ვალენტინობის ყველაზე სასურველი საჩუქარი მათთვის
ქალების  აზრით – რა  არის  ვალენტინობის  ყველაზე  სასურველი  საჩუქარი  მათთვის
ბოლო რამდენიმე წელია, ქართველი წყვილები ვალენტინობის დღეს აღნიშნავენ და ერთმანეთს სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრებს ჩუქნიან. კითხვაზე: "რა სურთ ქალებს" პასუხის გაცემა ჟურნალმა familylife-მა სცადა.

გამოკითხვის მიხედვით დადგინდა, თუ რა არის ქალებისთვის ყველაზე რომანტიკული საჩუქარი ვალენტინობის დღისთვის. გაირკვა, რომ ქალებისთვის მნიშვნელოვანია არა საჩუქრის ღირებულება, არამედ ის, თუ რამდენად ორიგინალური იქნება ის, - თუნდაც საჩუქრის ღირებულებამ სერიოზული ზიანი არ მიაყენოს თქვენს საფულეს.

...ჟურნალმა თავად ქალების მიერ შედგენილი ყველაზე რომანტიკული საჩუქრების სია გამოაქვეყნა:

* შეგიძლიათ, პირადად სულაც არ მისცეთ მას რაიმე საჩუქარი. თუ მას თავგადასავლები უყვარს, ქალაქის
ან უბნის სხვადასხვა ადგილას დატოვეთ მისთვის შეტყობინებები, რომელიც მას, საბოლოოდ, საჩუქრამდე მიიყვანს.

* იყიდეთ პატარა წიგნაკი და მის ფურცლებზე ჩამოწერეთ სათითაოდ ყველა ის თვისება, რომელიც თქვენს რჩეულში მოგწონთ. შეგიძლიათ, ცალკე დაწეროთ მისი ის თვისებები, რომლის გამოც ყველაზე მეტად ხართ მისი მადლიერი.

* შეგიძლიათ, ყველაზე გავრცელებული, - ყვავილების ჩუქების ტრადიციაც განსხვავებულად აქციოთ, თუ ერთ-ერთ ყვავილზე დაამაგრებთ ფურცელს, სადაც შემდეგ პაემანს დაუთქვამთ კინოში ან მისთვის საყვარელ სხვა ადგილას.

* თუ ამის საშუალება გაქვთ, კარგი იქნება წაიყვანოთ იქ, სადაც პირველად შეხვდით ერთმანეთს ან გქონდათ პირველი პაემანი.

* დიდ ყუთში ჩადეთ თბილი პიჟამები მისთვის. თებერვალში ეს ნამდვილად გამოადგება. შეგიძლიათ, იქვე ჩააწყოთ თბილი წინდები და წითელი ღვინო. დაფარეთ ყუთში დარჩენილი ცარიელი სივრცე წითელი ბუშტებით.

* თუ თქვენ შვილებიც გყავთ, უბრალოდ წაიყვანეთ ისინი და ღამით დატოვეთ ოჯახის რომელიმე (საიმედო) წევრთან. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამით ცოლს დაეხმარებით, დაისვენოს. თუ საღამოს ვახშმითაც გაუმასპინძლდებით და საყვარელ ფილმს აყურებინებთ, ეს კიდევ უფრო დასამახსოვრებელი დღე იქნება მის ცხოვრებაში.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები