არასოდეს გამოიყენოთ ხელის ელექტრო საშრობი საზოგადოებრივ ტუალეტებში – ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა!
არასოდეს  გამოიყენოთ  ხელის  ელექტრო  საშრობი  საზოგადოებრივ  ტუალეტებში – ეს  თქვენი  ჯანმრთელობისთვის  ძალიან  სახიფათოა!
ჰიგიენის კუთხით მომუშავე ორგანიზაციები, ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ გამოიყენონ ერთჯერადი ხელსახოცები. ზოგიერთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ჰაერის საშრობები დააყენეს. ჰაერით ხელების გაშრობა საერთოდ არ არის რეკომენდირებული რიგი სპეციალისტების მიერ. ყველაფერი ძალიან მარტივად ასახსნელია. სველ წერტილებში ჰაერი დაბინძურებულია, საშრობში რომ შედის, ის თბება,
მაგრამ არა იმ ტემპერატურაზე, რომელზეც დეზინფექცია ხდება, არამედ 40-60 - 65 გრადუსზე. ამ დროს კი ბაქტერიების გამრავლება ხდება. ფაქტობრივად, ამ საშრობის წყალობით ბაქტერიები ისევ გადმოდის დაბანილ ხელებზე მეტი რაოდენობით. როდესაც ხელებს დაიბან და კარგად გაიმშრალებ, უმნიშვნელო რაოდენობის ბაქტერიები რჩება. აი, ელექტროსაშრობით კი პირიქით ხდება, დაბანის შემდეგ 2,5_ჯერ მეტი ბაქტერია გვაქვს ხელზე, ვიდრე დაბანამდე.

გარდა ამისა, არსებობს საშრობების მოვლის წესიც. ისინი ხშირად უნდა იწმინდებოდეს, უნდა დაიშალოს და დამუშავდეს, სხვათა შორის ეს კონდიციონირების სისტემასაც ეხება, ჩვენთან კი ეს არ ხდება, და შესაბამისად, მოსახლეობაში ალერგიიების და სუნთქვის პრობლემები ჩნდება.

...გარდა ამისა,   იყენებენ საპონს, ყოველგვარი რეკომენდაციების გარეშე, ხშირად გაურკვეველი წარმომავლობის და ინგრედიენტების შემცველობით. ამისთვისაც უნდა არსებობდეს დასაშვებ საშუალებათა სია.

ავიღოთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, ე.წ. „ბუბკა“. ამ „ბუბკაზე“ ყველაზე მეტი ბაქტერიაა. ამიტომ კვების ობიექტებზე ყველაფერი ერთჯერადი უნდა იყოს, ან გამოყენებულ იქნას კროსკონტამინაციის მომენტების გამორიცხვის რეცხვის მეთოდები.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები