შვილი მთელიდღე კომპიუტერიდან არ დგებოდა, სასოწარკვეთილმა დედამ კი ა სეთი ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა (2 ფოტო)
შვილი  მთელიდღე  კომპიუტერიდან  არ  დგებოდა,  სასოწარკვეთილმა  დედამ  კი ა სეთი  ორიგინალური  მეთოდი  მოიფიქრა  (2  ფოტო)
1-ელ თებერვალს ჩინეთის ერთ-ერთ ინტერნეტკაფეში მოზარდს 20-საათიანი ვიდეოთამაშის შემდეგ სხეულის დამბლა (პარალიჩი) დაემართა. ამ დროის მოზარდი ახალგაზრდა მონიტორს წუთითაც არ მოსცილებია. შესაბამისად, არც საკვები მიუღია და არც ტუალეტში გასულა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ორივე ფეხში მგრძნობელობა დაკარგა.

მომხდარის შემდეგ Twitter-ის იაპონელმა
მომხმარებელმა, ასევე, თავგადაკლული გეიმერის სასოწარკვეთილმა დედამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ კვების ბლოკის ჩამრთველზე დაყენებულია ბოქლომი, რომელიც ხელს უშლის კვების წყაროსთან მის მიერთებას.
მეორე, მსგავსი ბოქლომი სმარტფონის დამტენ მოწყობილობაზეა დაყენებული. ორივე ბოქლომი იაპონელი გეიმერის დედამ დააყენა, რათა შვილის ვიდეოთამაშებისთვის განკუთვნილი დრო შეემცირებინა.
...იაპონიაში კვების წყაროსთან შესაერთებელ ჩამრთველზე ნახვრეტებია დატანილი, რაც მოხერხებულმა დედამ ბოქლომების დასაყენებლად გამოიყენა.

ჩინეთის ხელისუფლება მოზარდების ინტერნეტდამოკიდებულებას აქტიურად ებრძვის, მათ შორის არატრადიციული - ელექტროშოკის მეთოდითაც.
თუმცა, 2017 წლის იანვარში ჩინეთში ინტერნეტდამოკიდებულების ამ მეთოდით მკურნალობა აიკრძალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ელექტროშოკური თერაპიის დასრულების შემდეგ, მოზარდმა საკუთარი დედა, რომელმაც სამკურნალოდ სპეციალურ დაწესებულებაში გაგზავნა, დანით დაჩეხა, რათა მიყენებული ტკივილებისთვის შური ეძია.



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები