მკვლევარებმა კიდევ ერთი მსოფლიო საიდუმლო ამოხსნენ – აი რა ეჭირა ვენერა მილოსელს მოჭრილ ხელებში (5 ფოტო)
მკვლევარებმა  კიდევ  ერთი  მსოფლიო  საიდუმლო  ამოხსნენ –  აი  რა  ეჭირა  ვენერა  მილოსელს  მოჭრილ  ხელებში  (5  ფოტო)
ვენერა მილოსელი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქანდაკებაა, მაგრამ ვენერას ან აფროდიტეს პოზა გამოუცნობი რჩება მკვლევართათვის, მას შემდეგ რაც დაახლოებით 200 წლის წინ ბერძნულ კუნძულ მილოსზე აღმოაჩინეს. როგორც ვარაუდობენ, ქალღმერთის უხელო ქანდაკებას ოდესღაც სარკე, შუბი ან ვაშლი ეჭირა, მაგრამ ერთი ამერიკელი მწერლის თეორიის მიხედვით, აფროდიტე შეიძლება გამოსახული ყოფილიყო ძაფის რთვის პროცესში. სანფრანცისკოელმა დიზაინერმა მოახდინა ქანდაკების რეკონსტრუქცია მრთველის პოზაში, რომელიც ძველ საბერძნეთში თავისუფალი მეძავი ქალების საყვარელი საქმიანობა იყო.



...თეორია, რომ ქალღმერთი ყოველდღიურ საქმიანობას მისდევს, პირველად შემოთავაზებული იყო 1950-იან წლებში ექსპერტის მიერ, რომელმაც შეამჩნია, რომ ქანდაკების პოზა ძალიან ჰგავდა მრთველის პოზას, რომელიც ცნობილია ბერძნული კერამიკული გამოსახულებებისა თუ ქანდაკებებიდან. იგი ამტკიცებდა, რომ ამჟამად ლუვრის მუზეუმში გამოტანილ ქანდაკებას მარცხენა ხელში ეკავა ბამბის ქულა, ხოლო მარჯვენათი კი ძაფის სართველი კვირისთავი – ეს პოზა ესეოდენ დამახასიათებელი იყო ბევრი ქალისთვის ძვ.წ. 100 წლის საბერძნეთში, ანუ იმ დროს, როცა ქანდაკება სავარაუდოდ გამოკვეთეს. საინტერესოა, რომ ძველ ბერძნულ ვაზებზე მეძავი ქალები ძაფებს ართავდნენ, რათა კლიენტების ლოდინში დრო გაეყვანათ. ამ თეორიის პარალელურად, კოსმო ვენმანმა გააკეთა 3Dრენდერინგი აღნიშნული მოსაზრების დასამტკიცებლად.



დიზაინერმა და მხატვარმა თავისი მოდელის საფუძვლად აიღო ქანდაკების3Dფოტოგადაღება, ჩამოასხა თაბაშირში და წარუდგინა საზოგადოებას შვეიცარიაში ჩატარებულ გამოფენაზე, ბარბერის ჩანახატთან ერთად.



„მე ავიღე რამოდენიმე ბერძნული ვაზის გამოსახულება და შევქმენი მათი მკლავებისა და ხელის პოზიციების გაერთიანება, რაც გამომადგა კიდეც ვენერას ანატომიაზე მუშაობისას“, განუცხადა ინტერნეტ ჟურნალს ვენმანმა.



„ვენერას 3D კვლევის გამოყენებით, მე შევძელი მისი მკლავების მიმართულებების აღდგენა, რომელიც ბუნებრივად მიესადაგა ვაზებზე გამოსახულ მრთველთა პოზებს. მე ასევე გამოვიყენე ბრიტანეთის მუზეუმის ვაზების გამოსახულებაც აღდგენის პროცესისათვის.“

ამის შემდეგ გუნდმა ვენმანის ციფრული მოდელი თაბაშირის ასლად აქცია, ხოლო სართავი მოწყობილობები ცალკე დამზადდა და მოდელს ასე მიემაგრა.



ასლის კეთების პროცესში ვენმანი მიხვდა, რომ სართავი ინსტრუმენტი ვერ გამოიკვეთებოდა მარმარილოსგან, როგორც ქანდაკების
დანარჩენი ნაწილი.„შესაძლოა მან მკლავები დაკარგა სწორედ ამ დამატებების გამო“ თქვა ვენმანმა.მან დაასკვნა რომ ეს დამატებები შესაძლოა შეღებილი ხისგან ან ოქროსგან ყოფილიყო დამზადებული და მნახველის ყურადღებას იქცევდა. თუ ხისგან იყო დამზადებული, მაშინ გასაგებია ის კითხვა, რაც დასვა არქეოლოგმა ელმერ ფ. ზუჰრმა 50 წლის წინ – სად დაიკარგა კლასიკური პერიოდის სხვა ქანდაკებების სართავი მოწყობილობები?

ზუჰრმა მოახდინა რამდენიმე კლასიკური ქანდაკებების იდენტიფიცირება, რომელთაც მსგავსი პოზა ჰქონდათ, მაგრამ არ აღმოაჩნდათ სართავი კვირისტავები.ამიტომ მიაჩნდათ, რომ იმ პერიოდში ხალხმა იცოდა ძაფის რთვის პროცესიდა არ ჩათვალეს პროცესის ატრიბუტიკის გამოსახვა საჭიროდ.

ვენმანის ექსპერიმენტიმინიშნებას გვაძლევს იმ დასკვაზე, რომ ამგვარი მოწყობილობები შესაძლოა დროთა განმავლობაში დაიშალა, გაფუჭდა ან მოპარულ იქნა.

თუმცა–ღა, გუნდის მცდელობების მიუხედავად, ეს ექსპერიმენტი რჩება უშედეგოდ, სანამ ან როდესაც, არ გამოჩნდება მტკიცებულებები.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები