ეს 5 რამ სასიცოცხლო ძალასა და ენერგიას გართმევთ - ნივთები, რომლებიც სახლში არ უნდა შეინახოთ
ეს 5 რამ სასიცოცხლო ძალასა და ენერგიას გართმევთ - ნივთები, რომლებიც სახლში არ უნდა შეინახოთ
სახლში ბევრი ნივთი ჩვენში სასიამოვნო მოგონებებს იწვევს და მათი მოშორება არც ისე ადვილია. თუმცა, ზოგიერთი მათგანი სასიცოცხლო ენერგიას გვაცლის და გვფიტავს, ამიტომ მათი სახლში შენახვა კატეგორიულად იკრძალება.

რომელი ნივთები გვართმევს ძალასა და ენერგიას:

...ჭურჭელი

რა თქმა უნდა, ყველა ჭურჭელი უარყოფითი ენერგიის მატარებელი არაა, მაგრამ მცირე ნაკაწრები და ბზარებიც კი მის ენერგეტიკას ანადგურებს. ამიტომ გაბზარული თეფშებისა და ჭიქების გამოყენება დაუშვებელია. გარდა ამისა, რაც უფრო ძველია ნივთი, მით უფრო უარყოფითი გავლენა აქვს მას და ამ გავლენას მალე
საკუთარ თავზეც გამოცდით. რეკომენდებული არაა ბინძური ჭურჭლის დიდხანს შენახვა.

რქა და მკვდარი ცხოველების თავები

თუ წინათ ნადირობა თვითგადარჩენის საშუალება იყო, ახლა ის უბრალოდ ჰობია. ნანადირევის რქები და თავები ხშირად სახლის შესამკობ აქსესუარად გამოიყენება, თუმცა, ცოტამ თუ იცის მათი დამღუპველი გავლენა. მათ "მკვდარი" ენერგეტიკა აქვთ, ძალას გართმევთ და იზიდავს წარუმატებლობას. ამისგან თავის ასარიდებლად, სახლში არასდროს შეინახოთ მსგავსი საგნები. საცხოვრებელი სახლის ენერგეტიკის გასაუმჯობესებლად კი, იყოლიეთ ოთხფეხა ბინადარი და არ დაგავიწყდეთ მასზე ზრუნვა.

დანები

ეს ინსტრუმენტი ყველა ოჯახშია, მაგრამ ისიც ვამპირი-საგნების სიაში შედის. დანებს შეუძლიათ სახლში უარყოფითი ენერგეტიკის, პრობლემებისა და უიღბლობის მიზიდვა. ხალხური გადმოცემით, სასადილო მაგიდაზე დანის დატოვებით, სახლში ბინძური ძალების მიზიდვას უწყობთ ხელს, რაც დიდხანს დარჩება და მოსვენებას დაუკარგავს ოჯახის ყველა წევრს. დანის უარყოფით გავლენას რომ გაექცეთ, მათი მოშორება აუცილებელი არაა - საკმარისია საგულდაგულოდ შეინახოთ და ღია ზედაპირზე არ დატოვოთ.

თაბაშირის ფიგურები და ქანდაკებები

დადებითი ენერგეტიკის ყველაზე დიდ დამანგრეველად თაბაშირისგან დამზადებული ცხოველის ფიგურები მიიჩნევა. მიუხედავად მათი უმნიშვნელო ზომისა, მათ შეუძლიათ თქვენი სახლის ენერგეტიკული ფონის დანგრევა, ოჯახის წევრებს უძლურს ხდის და თავდაჯერებულობას ართმევს. თუ თაბაშირის ფიგურას საჩუქრად მიიღებთ, შეახვიეთ თეთრ ნაჭერში და კარადაში გადამალეთ.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები