ზოდიაქოს ერთი ნიშანი, რომელთანაც რომანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააბათ
ზოდიაქოს ერთი ნიშანი, რომელთანაც რომანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააბათ
1. სასწორი უნდა ერიდოს სასწორს - როცა ორი სასწორი ერთადაა, მათ შორის საოცარი კონკურენციის განცდა ჩნდება. ისინი ცდილობენ, ყველაფერში შეეჯიბრონ ერთმანეთს, რაც საბოლოო ჯამში მტრულ დამოკიდებულებაში ყალიბდება.

ვერასოდეს თანხმდებიან და მათ შორის მუდმივი კონფლიქტია.

...
2. კურომ თავი უნდა აარიდოს მერწყულს - კურო მყარად დგას მიწაზე, ხოლო მერწყული მისი ანტიპოდია - გაფანტული და მეოცნებე. რადიკალურად განსხვავებული ხასიათი აქვთ, რაც მათ ურთიერთობაში პრობლემებს წარმოშობს. ამ ორის ცხოვრება ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებით ვითარდება.


3. თხის რქამ თავი უნდა აარიდოს ვერძს - ზოგიერთ შემთხვევაში ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს საერთო აქვს მაგ: არიან ამბიციურები და კონკურენტუნარიანები, თუმცა ამ საერთო თვისებების გამო ისინი ერთმანეთის კონკურენტებად და ყველაზე დიდ მტრებად ყალიბდებიან. მათ არ შეუძლიათ ერთმანეთის მხარდაჭერა მხოლოდ იმიტომ რომ ერთმანეთში კონკურეტებს ხედავენ.


4. ლომმა თავი უნდა აარიდოს თევზებს - თევზები ახირებულები, ჭირვეულები და ზედმეტად მეოცნებეები არიან და ეს ლომისთვის სასაცილოა. თევზებში ის გასართობ ობიექტს ხედავს, რომელსაც შეუძლია, რომ მუდამ დასცინოს. ამასთანავე, ლომი ვერ უმკლავდება თევზების მგრძნობიარე ბუნებას და ვერ უგებს მას.


5. თევზებმა თავი უნდა აარიდონ ლომებს - თევზები, შესაძლოა, მოიხიბლონ ლომის რომანტიკული მანერებით, მაგრამ რომანტიკულობასთან ერთად ლომი ხშირად სისატიკესაც ავლენს, რისი მიღებაც, რა თქმა უნდა, მგრძნობიარე თევზს არ შეუძლია.


6. ქალწულმა თავი უნდა აარიდოს მორიელს - ქალწულები ძალიან პრაქტიკულები არიან და მორიელებს აბსოლუტურად კონტრასტული ხასიათი აქვთ. მორიელის ტემპერამენტი და ქარიზმატული ბუნება ქალწულისთვის მხოლოდ და მხოლოდ სტრესის მომტანია.


7. ტყუპებმა თავი უნდა აარიდონ ტყუპებს - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ორი სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვთ და როცა ტყუპები ერთმანეთს ხვდებიან, ეს ნიშნავს, რომ ოთხი სრულიად სხვა
დასხვა ხასიათი ეჯახება. ამის გამო, წარმოუდგენელია მათი თანაცხოვრება. ისინი ერთმანეთს ვერ უგებენ.


8. მერწყულმა თავი უნდა აარიდოს კუროს - კურო ვნებიანია და მუდმივად ყურადღებას ითხოვს, ხოლო მერწყული სულაც არ გახლავთ ყურადღებიანი, ამიტომ მათი თანაცხოვრება ყოველთვის წარუმატებელია.


9. მორიელმა თავი უნდა აარიდოს ტყუპებს - ტყუპები მოულოდნელობებით სავსენი არიან. წინასწარ ვერ განსაზღვრავ, როდის რას გააკეთებენ. შეიძლება თავდაპირველად მორიელით აღფრთოვანებულები იყონ, მაგრამ მალევე შეიცვალონ აზრი და ვერასოდეს გაიგებთ, რატომ შეცვალეს თქვენ მიმართ დამოკიდებულება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ თავი აარიდოთ ტყუპებთან სასიყვარულო ურთიერთობას.


10. კირჩხიბმა თავი უნდა აარიდოს ლომს - კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარეა, რომელსაც უყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, გრძნობების გამოხატვა, რასაც ლომზე ვერ ვიტყვით. ამიტომაც, ამ ორს უძნელდება თანაცხოვრება.


11. ვერძმა თავი უნდა აარიდოს თხის რქასთან ურთიერთობას - თხის რქა წესებით ცხოვრობს, ხოლო ვერძი წესებს არასოდეს მისდევს და ყოველთვის არღვევს მათ. თხის რქა მუდამ მუშაობისკენ ისწრაფვის, ვერძს კი ერთი სული აქვს სამუშაო საათები დასრულდეს და გასართობად წავიდეს. ამ ორის ცხოვრების სტილი აბსოლუტურად სხვადასხვაგვარია, ამიტომ სჯობს თავი აარიდოთ სასიყვარულო ურიერთობას.


12. მშვილდოსანმა თავი უნდა აარიდოს კირჩხიბთან ურთიერთობას - მშვილდოსანს უყვარს რისკის გაწევა, რაც ნამდვილად შესანიშნავი მახასიათებელია, მაგრამ კირჩხიბს მშვილდოსნის ასეთი ხასიათი ძალიან აშინებს და მის გვერდით თავს დაუცველად გრძნობს. ამ ორს წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა არ გამოსდის. თუ ერთად არიან, მათ სახლში გამუდმებული კონფლიქტია.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები