ქართველი გოგონა, რომელიც მოსკოვს სტილს კარნახობს - ვინ არის სომეხი მილიარდერის მეუღლე სალომე კინწურაშვილი
ქართველი გოგონა, რომელიც მოსკოვს სტილს კარნახობს - ვინ არის სომეხი მილიარდერის მეუღლე სალომე კინწურაშვილი
2016 წლის 4 ივნისს, მოსკოვში გავლენიანმა დეველოპერმა და მილიარდერმა სამველ კარაპეტიანმა, რომელსაც კომპანია "ტაშირი" ეკუთვნის, უფროსი ვაჟის, სარქისის დაოჯახება იზეიმა.

სომეხი მილიარდერის 23 წლის ვაჟმა ცოლად 25 წლის ქართველი გოგონა, სალომე კინწურაშვილი შეირთო.

...სალომე მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე მოდურ გოგონად ითვლება. ბიზნესლედი, გლამურული წვეულებების სასურველი სტუმარი, ქალი, რომელიც მოსკოვს მოდას კარნახობს - ასე იცნობენ ახალგაზრდა ლამაზმანს რუსეთის დედაქალაქში. რამდენიმე წლის წინ სალომე კინწურაშვილმა მეგობრებთან - იანა დემიდოვიჩთან და ვიქტორია კლინოვსკაიასთან ერთად, ბრენდული სამოსის ონლაინ-მაღაზია გახსნეს. თითოეულს თავისი პასუხისმგებლობის ზონა აქვს: სალომე გადაღებების პროდუსერია და კრეატიულ ნაწილზე ზრუნავს, იანა საორგანიზაციო და ტექნიკური პროცესების რეგულაციებითაა დაკავებული, ვიკა კი კომპანიის სახელით კლიენტებთან, პრესასთან და ინვესტორებთან კომუნიკაციას ამყარებს. დღეს გოგონები ძალიან წარმატებულ ბიზნესს ფლობენ - buy-by-me.ru.

წარმოგიდგენთ სალომე კინწურაშვილის ბლიც-ინტერვიუს, რომელიც მან რუსულ ELLE-ს მისცა:

- მოდური გმირები არ მყავს, მაგრამ ქალური სილამაზის კერპები - კი. ესენი არიან - ჯეინ ბირკინი, ავა გარდნერი და ოდრი ჰეპბერნი.

- უნივერსალური ნივთი ყველა სიტუაციისთვის - შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

- ჩემთვის არ არსებობს მოდური ტაბუ,
ყველაფერი სწრაფად იცვლება.

- ვერ წარმომიდგენია საკუთარი გარდერობი თეთრი მაისურის და შავი კაბის გარეშე.

- ჩემს საქმეში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ეს პროექტი buy-by-me.ru დამოუკიდებლად შევქმენით, რომ ყოველდღიურად იმით ვარ დაკავებული, რაც ნამდვილად მიყვარს. ვგიჟდები ჩვენს გუნდზე, ეს მთავარი მოტივატორია ჩემთვის. ჩვენი გეგმები სამომავლოდ ევროპულ ბაზარზე გასვლაა.

- ჩემი საყვარელი ქალაქები - პარიზი და თბილისი.

- ყველაზე მეტად ინდოეთში მინდა წასვლა.

- იდეალური დასვენება არის - ზაფხული და ზღვა, პატარა ქალაქები, სადაც ღირშესანიშნაობებია, კარგი სამზარეულო და მხიარულად დროის გატარების საშუალება. კიდევ მიყვარს წვრილი ქუჩები სასეირნოდ.

- რას ვუსმენ ყველაზე ხშირად:

Sade - Your Love Is King

U2 – Ordinary Love

Disclousure – You And Me

Barry White – Come On

Juliana Aquino – I'm Every Woman

- ჩემს ჩანთაში კოსმეტიკას ვერ აღმოაჩენთ, სამაგიეროდ ყოველთვის თან დამაქვს ტუჩის ბალზამი.  იხილეთ  ფოტოსურათები
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები