დემნა გვასალია "შედევრების" შექმნას განაგრძობს - "მატატიები" 1 500 ლარად (4 ფოტო)
დემნა გვასალია "შედევრების" შექმნას განაგრძობს - "მატატიები" 1 500 ლარად  (4  ფოტო)
რამდენიმე დღის წინ, მომენტის ყველაზე განხილვადი დიზაინერის დემნა გვასალიას მორიგმა სიგიჟემ ყველა აალაპარლა. დემნამ, Vetements-ის 2018 წლის გაზაფხული -ზაფხულის კოლექციიდან, 1 390 დოლარიანი ჩაკეცილი ფეხსაცმელი შემოგვთავაზა.



...თუმცა, არც Balenciaga დაივიწყა და ახლა 600 დოლარიანი(1 467) ლურჯი ე.წ. აუზის ჩუსტები შემოგვთავაზა აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის დემოკრატებიდან ბერნი სანდერსის ლოგოთი და ფერით.

"ნიუპოსტის" მეგრელი თამამშრომლები ვთანხმდებით, რომ ეს ჩუსტები ჩვეულებრივი "მატატიებია", ისეთი ბავშვობაში რომ ყველას გვცმია.



ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დემნამ ბერნი სანდერსით ისნპირირებული კოლექცია წარადგინა. პირველად შემოდგომა-ზამთარი 2017-ის კოლექციაში გამოიტანა შარფები და
ჩანთები დემოკრატების პარტიის ფერებითა და ლოგოთი . კულისებში კი დემნას დემოკრატიული პარტიის ზედა ეცვა. მანიკურიც იგივე ფერებში ჰქონდა.



დემნას კოლექციები ქართველებისთვის ხშირად ღიმილისმომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს. დემნას კოლექციებში შეგვიძლია ვიხილოთ, მანქანის სარკე-ჩანთები, „კოვრიკი“ კაბები, 90-იანი წლების მაგიდის გადასაფარებლის კაბები და ფეხსაცმელები, სანთებელა-ფეხსაცმელები და ე.წ. ლილოს ჩანთები.



Vetements-ისა და Balenciaga-ს შემოქმედებით ხელმძღვანელს დემნა გვასალიას მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. მისი არაორდინალური კოლექციები მოდის ექსპერტებში მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია.

დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა. პარალელურად, ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნას.

Vetements-ი ძმებმა დემნა და გურამ გვასალიებმა 2014 წელს დააარსეს და აღიარებაც მალევე მოიპოვეს.

მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის , დემნა გვასალია პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებულიც გახდა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები