რა განასხვავებთ ღარიბი და მდიდარი ფსიქოლოგიის ადამიანებს - "ასეთ ქალებს ახასიათებთ სახლში ძველმანების შენახვა..."
რა განასხვავებთ ღარიბი და მდიდარი ფსიქოლოგიის ადამიანებს - "ასეთ ქალებს ახასიათებთ სახლში ძველმანების შენახვა..."
ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ადამიანის შემოსვლის 50%-ზე მეტი იხარჯება კვებაზე, ასეთ ადამიანს ჰქვია ღარიბი. ადამიანები იყოფიან ორ ფიქოტიპად - ღარიბი ფსიქოლოგიის და მდიდარი ფსიქოლოგიის მატარებლად. რა სხვაობებია მათ შორის და როგორ შეიძლება თითოეული კატეგორიის ადამიანის ამოცნობა - ამაზე ფსიქოლოგი ირინე ტაბუციძე გვესაუბრება.

"ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება ამ ორი ფსიქოტიპის ადამიანს შორის მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად ხედავენ პერსპექტივას. ღარიბი ფსიქოლოგიის მატარებელი ადამიანი ვერ ხედავს პერსპექტივას, მას რაც დღეს აქვს, დღესვე ხარჯავს. არ ახდენს ფულის ინვესტირებას მომავალში, არც გათვლას - დღეს თუ ამდენს ჩავდებ, ხვალ შეიძლება ორი ამდენი ამოვიღო. მისგან გასხვავებით მდიდარი ფსიქოლოოგიის ადამიანი ყოველთვის ფიქრობს, რომ რაც არ უნდა პატარა შემოსავალი ჰქონდეს, ნაწილი გადადოს მომავალი პერსპექტივებისთვის და შესაბამისად, რისკებზეც წავიდეს.

...მთავარი, რაც განასხვავებს ღარიბი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანს მდიდრისგან, ეს გარკვეული სტერეოტიპების ერთობლიობაა, რომელიც მას ჩამოუყალიბდა ან აღზრდის, ან იმ გარემოს შედეგად, რომელშიც ტრიალებს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, რომელიც ჩვენს შემთვევაში, ალბათ უფროს თაობას ეხება, (იმიტომ რომ მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ამას ისმენდნენ და იმეორებდნენ) არის - "მდიდარი ადამიანი ცუდი ადამიანია! უარყოფითი პერსონაჟია!". თუ მე მაქვს განწყობა რომ მდიდარი ადამიანი ცუდია, რატომ უნდა მომინდეს ვიყო მდიდარი?! ყველანაირად შევეწინააღმდეგები რომ ასეთი იარლიყი არ მომეკრას.

არის შემთხვევები, როდესაც პიროვნებისთვის ფულის ქონა ხდება თვითმიზანი. მათთვის ფულის ქონა კმაყოფილების მომტანია. მუშაობს ფულისთვის, აგროვებს და თეთრს ვერ გააგდებინებ, ვერ იმეტებს დასახარჯად საკუთარი სიამოვნებისთვისაც. ასეთი ადამიანი მდიდარია, ოღონდ ღარიბი ფსიქოლოგიის მქონე.

ზოგიერთის ფული მიაჩნია აღიარების, სტატუსის მაჩვენებელად. ასეთი ადამიანი, მშიერი დარჩება, მაგრამ "ჯიპით" იმოძრავებს და ბოლო თაობის მობილურს იყიდის, იმიტომ, რომ სხვამ შეაფასოს და აღიაროს, როგორც მდიდარი ნივთების მატარებელი. ასეთი პიროვნება ღარიბი ფსიქოლოგიის მქონეა.

- თუ ადამიანს გაუმართლა და წამოწყებულ საქმეში ფინანსური მოგება ნახა,
გამდიდრების შემდეგ შესაძლოა ფსიქოლოგიაც შეეცვალოს?

- თუ მიმაჩნია, რომ მე თითი არ გამიძრევია და ფინანსურ წარმატებაში ყველაფერი ბედზეა დამოკიდებულია, ბოლომდე ვიცხოვრებ ამ განწყობით. მაგრამ თუ ჩემი ფულის შოვნაში ზუსტად და კარგად ვხედავ ჩემს წვლილს, ეს არის ყველაზე ჯანსაღი გზა, რომ მეორედ და მესამედაც გავაკეთო იგივე. თუ მთლიანად გარემოზე და ბედზე ვარ მინდობილი, კლასიკური ღარიბი ფსიქოლოგიის ადამიანის სახე ვარ.

ღარიბ ადამიანებს დამახასიათებელი აქვთ მომჭირნეობა. ისინი ვერფერს იმეტებენ საკუთარი თავისთვის. შეიძლება ნაყინიც კი არ გავიმეტო, იმიტომ რომ საკუთარ თავს დახარჯვის უფლებას არ ვაძლევ. ვერ ვიმეტებ ჩემი წვრილ-წვრილი სიამოვნებისთვის, კომფორტისთვის. ვფიქრობ რომ მის გარეშეც შეიძლება ვიცხოვრო. ყველაზე ცუდი კი ისაა ამ განწობაში რომ, მე ვამაყობ ასეთი მომჭირნე რომ ვარ, აი, როგორ გონივრულად ვცხოვრობო. ასეთ განწყობას როგორც წესი მშობლები აყალიბებენ. თუ ისინი თვლიან, რომ გონიერი ადამიანი ყველაფერში ეკონომიას აკეთებს, ასეთი განწყობა თუ მაქვს ვარ ღარიბი ადამიანი.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები